„იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან“

520 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის თქმით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

„ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

იპნ

Next Post

Cash Advance In Johnston Iowa, Ia Online, How To Apply For Quick Loans 24

ოთხ იან 19 , 2022
520 წაკითხვაAnother considerable advantage of this provider is that they ask you for no credit check. From comparing two loans, we can say that affordable title loans Johnston of Iowa IA can be the better choice for borrowers. But, without knowing everything about this loan, you have a chance of facing risk. A title loan is different from other loan […]

mediapress.ge@gmail.com