,,პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ტრაგედია და ბუნებრივია, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულის ოჯახს. რაც შეეხება თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს, ნუ სწორედ იმიტომ გამოყვეს დავით ფაცაცია, რომ მე მასთან მაქვს ნათესაური კავშირი. ეს იყო რეალური მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი იყო სრული სპეკულაციები. არც ერთი ფაქტი არ ყოფილა მოყვანილი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გაეკეთებინა ადამიანს და სხვანაირად გააკეთა.’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2 ‘’,,ღამის კურიერის” ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არცერთი ფაქტი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ დავით ფაცაციამ რაიმე არასწორად გააკეთა და სწორედ აქედან ჩანს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” თვითმიზანია არასწორი ინფორმაციის გავრცელება.