„რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება“ – ჯო ბაიდენი

601 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მას სრულმასშტაბიანი ომი არ სურს.

“ჩემი ვარაუდით, ის უკრაინაში შევა,”- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ეს მისთვის კატასტროფა იქნება, თუმცა ის, თუ რას მოიმოქმედებს დასავლეთი, დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების მასშტაბებზე.

„რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება – და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ,“- აღნიშნა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

პრეზიდენტის აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით მოგვიანებით თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში მკაცრ პასუხს გამოიწვევს.

„თუ რუსეთის სამხედრო ძალები გადაადგილდებიან უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება ხელახალი შეჭრა, რასაც აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

Next Post

ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს

ხუთ იან 20 , 2022
601 წაკითხვაფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს. 2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს. თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია. პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 – 6 740 ლარია. 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან […]