ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს

738 წაკითხვა

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს.

2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს.

თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია.

პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 – 6 740 ლარია.

2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად დაახლოებით 187 მილიონი ლარი გამოიყო, რისი 53% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

ვასილ ჩიგოგიძე – 0
ირაკლი ხახუბია – 0
ვიქტორ ჯაფარიძე – 0
ელგუჯა გოცირიძე – 0
ისკო დასენი – 2
გოჩა ენუქიძე – 2
ზაალ დუგლაძე – 3
პაატა კვიჟინაძე – 7
ანტონ ობოლაშვილი – 8
გიორგი ამილახვარი -16
თამარ ტალიაშვილი – 26
ბექა ოდიშარია – 27
ნინო წილოსანი – 116
მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი, ასეთია:

ელგუჯა გოცირიძე;
ედიშერ თოლორაია;
სუმბატ კიურეღიანი;
სამველ მანუკიანი;
ზაალ მიქელაძე;
დიმიტრი სამხარაძე;
ლევან ქარუმიძე;
გოდერძი ჩანქსელიანი;
ვასილ ჩიგოგიძე;
ირაკლი ხახუბია;
ვიქტორ ჯაფარიძე.

ფორმულა

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0825 ლარი გახდა

ხუთ იან 20 , 2022
738 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0825 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0825 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0840 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4980 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5130 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0150 ლარი […]

შესაძლოა მოგეწონოთ