გვინდა, შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება.
„გვინდა, შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერი. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და ახლობლების დაკარგვით გამოწვეული მცირე მწუხარება. ამას ვამბობ როგორც უკრაინის, დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი“, – წელს ვლადიმირ ზელენსკი.
წუხელ გამართული პრესკონფერენციის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „მცირე შეჭრას“ შესაძლოა, მოჰყვეს ნაკლები რეაგირება, ვიდრე ფართომასშტაბიან ინტერვენციას.