172 წაკითხვა
ნაციონალური მოძრაობის წევრმა აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა შეწყვიტა. როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე თემურ ჯანაშია ამბობს, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
“მაღალი ტემპერატურა ჰქონდა გუშინ და სახლში გავუშვით. მისი გაჩერება არ შეიძლებოდა” – ამბობს თემურ ჯანაშია.
ამ დროისთვის, პარლამენტში შიმშილობენ: ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია. მათი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.