Microsoft-ის ბოლო განახლებას შეუძლია  120-ზე მეტი დაუცველობის აღმოფხვრა

681 წაკითხვა

თბილისი, 20 იანვარი.  Microsoft-მა გამოუშვა არა მხოლოდ 2022 წლის განახლების მეორადი  პაკეტი, რომელიც მოიცავს სულ 96 დაუცველობას, არამედ Microsoft Edge-ის ბრაუზერის არაერთი შესწორებაც (ძირითადად Chromium ძრავასთან დაკავშირებული). ასე რომ, წლის დასაწყისიდან კომპანიამ შესძლო აღმოეფხვრა  120-ზე მეტი დაუცველობა პროდუქციის მთელს ჩამონათვალში.  „კასპერსკის ლაბორატორიის“   ექსპერტების აზრით,  ეს საუკეთესო საბაბია, იმისათვის რომ რაც შეიძლება მალე განვაახლოთ  ოპერაციული სისტემა და Microsoft-ის ზოგიერთი აპლიკაცია.

კომპანია აღნიშნავს,  რომ დახურული დაუცველობიდან ცხრას აქვს კრიტიკული სტატუსი CVSS 3.1 შკალით. მათგან ორი დაკავშირებულია სისტემის რესურსებზე წვდომის გაზრდის შესაძლებლობასთან (პრივილეგიების ესკალაციის დაუცველობა), დარჩენილი შვიდის ექსპლუატაციამ შეიძლება მისცეს თავდამსხმელს კოდის დისტანციურად გამოყენების შესაძლებლობა. მათგან ყველაზე საშიშია HTTP პროტოკოლის დასტაში არსებული CVE-2022-21907 დაუცველობა. ის საშუალებას აძლევს თავდამსხმელებს არა მხოლოდ აიძულონ მოწყობილობას შეასრულოს  თვითნებური კოდი, არამედ გაავრცელონ თავდასხმა ლოკალურ ქსელზე (Microsoft-ის  ტერმინოლოგიის მიხედვით, დაუცველობა მიეკუთვნება  კატეგორიას – wormable  ანუ  ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭიის შესაქმნელად). მოცემული  დაუცველობა აქტუალურია  Windows 10, Windows 11, Windows Server 2022 და Windows Server 2019 ოპერაციული სისტემებისთვის.

ექსპერტები ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას Microsoft Exchange Server-ში კიდევ ერთი დაუცველობის არსებობის შესახებ (სხვათა შორის, ის არ არის ერთადერთი დახურული შეცდომების საერთო სიაში, უბრალოდ CVE-2022-21846  აღმოჩენილთა შორის ყველაზე საშიშია).  ექსპერტების გაგებაც შეიძლება – არავის სურს Exchange-ში დაუცველობის მასიური ექსპლუატაციის გასული წლის მოვლენების გამეორება.

მათი მონაცემებით, ზოგიერთი დახურული დაუცველობა უკვე ცნობილი იყო საზოგადოებისთვის და ზოგისთვის კი უკვე ნაპოვნი  იქნა  თავდასხმების მტკიცებულება: CVE-2022-21836 დაუცველობა საშუალებას იძლევა  შეცვლილი იქნას  Windows სერთიფიკატები, CVE-2022-21839 დაუცველობა კი –  Event Tracing Discretionary Access Control List-ზე DoS შეტევის ორგანიზების უფლებას იძლევა, ხოლო   CVE-2022-21919 დაუცველობა არის პრივილეგიების ესკალაცია Windows-ის მომხმარებლის პროფილებში. მიუხედავად იმისა, რომ რეალური შეტევები ამ დაუცველობების გამოყენებით ჯერ არ  დაფიქსირებულა, მაგრამ რადგანაც მათი განხორციელების მტკიცებულება უკვე არსებობს, შეტევას ნებისმიერ დროს  უნდა ველოდოთ.

უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტები გვირჩევენ, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ განვაახლოთ სისტემა (და Microsoft-ის სხვა პროგრამებიც),  ზოგადად, შევეცადეთ არ გადავდოთ კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის პატჩების დაყენება. ასევე, ნებისმიერი კომპიუტერი ან სერვერი, რომელსაც აქვს წვდომა ინტერნეტზე, უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების გადაწყვეტილებით, რომელიც არა მხოლოდ დაბრკოლებას შეუქმნის  ცნობილი დაუცველობის გამოყენებას, არამედ გამოავლენს  უცნობი ექსპლოიტების გამოყენებით განხორციელებულ შეტევებს.

Next Post

„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“

პარ იან 21 , 2022
681 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა. ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს […]