„სახალხო პარტია“ „პატრიოტთა ალიანსის“ გარშემო შექმნილ გაერთიანებასთან კავშირს უარყოფს

1,411 წაკითხვა

ახლადშექმნილ  პოლიტიკურ გაერთიანებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მასთან  კონსულტაციები არ გამართულა. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია როგორ მოხვდა პარტიათა ჩამონათვალში „სახალხო პარტია“.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ შეიქმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ორმოცამდე პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ შესაძლო თანამშრომლობას აღნიშნულ გაერთიანებასთან, პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ამბობს, რომ:

„გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, შეგვიძლია ერთი რამ განვაცხადოთ: თუ ვინმე ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობა გვაქვს ან გვექნება ამ სუბიექტებთან. აღნიშნულ ბლოკში გაერთიანებული სუბიექტებთან ზოგთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, ზოგთან საერთოდ არ გვქონია შეხება. ამ შემთხვევაში, ჩვენი სუბიექტური ხედვები არაფერ შუაშია. მთავარი არის ის, რომ გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია, „სახალხო პარტიისთვის“ არის მიუღებელი.

პირველი საკითხი არის ის, რომ ქვეყანაში ორ ხელისუფლებიანობა კი არ არის, არამედ ერთი ხელისუფლება არის ორად გაყოფილი და სპექტაკლებს უწყობს ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აშანტაჟებს, რითიც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მეორე მომენტია ის, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ პოლიტიკური პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად და, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გამახვილდა ყურადღება ახლადშექმნილ დეკლარაციაში, არის ნეიტრალიტეტი, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ არის ქვეყნისთვის დამღუპველი. საქართველოში ვერ დავასახელებთ ოდნავ მაინც პატივსაცემ პოლიტიკოსს, მეცნიერს, თუ საზოგადო მოღვაწეს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არ საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ქვეყნისთვის შეუძლებელია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული. ამიტომ, თუ ნამდვილ ღირებულებებზე იქნება ერთობა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მიუხედავად იმისა, იქ მონაწილე სუბიექტებთან როგორი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა „სახალხო პარტია“ ამ ჩამონათვალში, ჩემთან ამ თემაზე საუბარი არავის არ ქონია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს და ჩემი პოზიციებიც რიგ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულია, რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო შეცდომა და სხვა არაფერი.

Next Post

„არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა…“ - რას ამბობს ბიჭი, რომელიც პოლიციელმა სცემა

სამ იან 25 , 2022
1,411 წაკითხვამაია მეტონიძე, საქართელოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე “ტვ პირველთან”, ამბობს: „ტელეფონი არ გაჩერებულა, თემისთის ეს იყო, თითოეული მათგანისთვის ფიზიკურად გასწორება. ეს იყო უმძიმესი რამ. განსაკუთრებულად მძიმე იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები ანალოგიური შეზღუდვის მქონენი არიან. ყველაზე საშინელი იყო ფრაზა, რომ მას ის აალაპარაკებდა… თარჯიმანთა ინსტიტუტი 15 წელია ჩამოყალიბებული, შსს-მაც იცის, პირველ რიგში დაირღვა, ფიზიკურ ზეწოლამდე ის, რომ როდესაც ესაუბრები ყრუ […]

შესაძლოა მოგეწონოთ