ირაკლი ბათიაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, რომ ქრისტიანული და პოლიტიკურად პრაგმატული იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გაუშვებენ უცხოეთში და ამ ჟესტით საქართველოს ხელისუფლება კოზირს დაიჭერს ხელში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
“მინდა ჩემი აზრი გამოვხატო როგორც ამ ხელისუფლების მიმართ ნამდვილად კეთილისმსურველმა, რომ ნამდვილად მიზანშეწონილად მიმაჩნია, პრაგმატულ-პოლიტიკური თვალსაზრისითაც, ქრისტიანული შემწყნარებული თვალსაზრისითაც, რომ გავუშვათ ეს კაცი სამკურნალოდ საზღვარგარეთ. ეს იქნება ნამდვილად სწორი ნაბიჯი, რითაც ეს ხელისუფლება, აი ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც წყდება საკითხი ჩვენი კანდიდატობის, ძალიან სერიოზულ კოზირს დაიჭერს ხელში და კიდევ გააკეთებს დემონსტირირებას, თუ რამხელა განსხვავებაა წინა რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის“- განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა, რაზეც გადაცემის წამყვანებმა უთხრეს, რომ ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, ირაკლი ბათიაშვილმა კი მიუგო, რომ ის ზოგადად, მის აზრს გამოთქვამს.
ირაკლი ბათიაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის მისი დამოკიდებულება “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.