„არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა…“ – რას ამბობს ბიჭი, რომელიც პოლიციელმა სცემა

633 წაკითხვა

მაია მეტონიძე, საქართელოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე “ტვ პირველთან”, ამბობს:

„ტელეფონი არ გაჩერებულა, თემისთის ეს იყო, თითოეული მათგანისთვის ფიზიკურად გასწორება. ეს იყო უმძიმესი რამ. განსაკუთრებულად მძიმე იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები ანალოგიური შეზღუდვის მქონენი არიან. ყველაზე საშინელი იყო ფრაზა, რომ მას ის აალაპარაკებდა…

თარჯიმანთა ინსტიტუტი 15 წელია ჩამოყალიბებული, შსს-მაც იცის, პირველ რიგში დაირღვა, ფიზიკურ ზეწოლამდე ის, რომ როდესაც ესაუბრები ყრუ ან სმენდაქვეითებულ პირს, უნდა გამოიძახო პირი, ვინც შეძლებს მასთან კომუნიკაციას.

ჩვენ გვქონდა საუბარი ბენეფიციართან, ის არის დაზარალებული ფიზიკურად, ეტყობა ძალადობის ნიშნები, ჩავრთეთ ჟესტური ენის სპეციალისტი, ის მუშაობს და მონაწილეობას იღებს საგამოძიებო მოქმედებებში. გასაუბრების დროს გვითხრა ბავშვმა: „არ ვიცი რა უნდოდა, მე ვიდექი, შემეხო ხელით და წამიყვანა…“ ვერ გაიგო რა უნდოდა, კომუნიკაციაში ვერ შევიდა… აიყვანე, წაიყვანე, ხელს კიდებ, არ იცის სად მიყავთ და რატომ. როდესაც ხელს კიდებ, აკავებ, მას უნდა განუმარტო – ეს ძალიან ელემენტარულია, კანონმდებლობითაც დაცულია და ჟესტური ენა აღიარებულია საკომუნიკაციო ენად.“

Next Post

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

სამ იან 25 , 2022
633 წაკითხვამედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. „გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., […]

შესაძლოა მოგეწონოთ