„საქართველოს ჰყავს იმპოტენტი ხელისუფლება, ეს დიაგნოზია!“ – გულბაათ რცხილაძე

727 წაკითხვა

„საქართველოს ჰყავს იმპოტენტი ხელისუფლება. ეს დიაგნოზია! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება, შევაგნებინოთ, ავუხსნათ საქართველოს ხელისუფლებას, რა სარგებლობა მოაქვს მათი ქვეყნისთვის “3+3” ფორმატსო, არასტანდარტული განცხადებაა და ჩვენი ხელისუფლების იმპოტენციის დადასტურებაა“ – აცხადებს „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე: 

„3+3“ ფორმატით რუსეთმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ კავკასიაში არის სამი სახელმწიფო და არა 5 ან 6, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაყოფილად არ განიხილავს.

„3+3“ ფორმატით რუსეთმა აღიარა საქართველოს ერთიანობა. შეხვედრაზე, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში რუსეთში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ ესწრებოდა, ქართული დროშა იყო წარმოდგენილი, ქართული და არა პლუს სოხუმი და ცხინვალი. მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობა უნდა ყოფილიყო!

სოხუმი და ცხინვალი რუკაზე დაქვემდებარებული მნიშვნელობის წერტილებია, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა საქართველოს არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება შეიძლება და იმაზე უფრო ადრეც, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ მეგონა. მსოფლიოში მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. უწინარესად, ვგულისხმობ, რუსეთის ფედერაციიის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებებს, რომლებიც მან დააყენა ნატოს წევრი ქვეყნების წინაშე. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა, რა მოთხოვნები აქვს და როგორ აღიქვამს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას. მას სურს, რომ ნატომ შეაჩეროს გაფართოება, განსაკუთრებით _ აღმოსავლეთით, რადგან ამას თავისი ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს. რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს, არა მხოლოდ შეიარაღების  განლაგებას მის საზღვართან, არამედ საქართველოსა და უკრაინის “შეთრევასაც” ნატოში, რასაც არ დაუშვებს და რაც გარკვევით ითქვა კიდეც. ასევე, საუბარი იყო წვრთნების ჩატარებაზეც, მაგრამ ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია იმ თემის გამო, რომელსაც ნატოს ე.წ. გაფართოება ჰქვია. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ამ ულტიმატუმმა ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, საქართველოს გაუჩნდა შანსი, ქვეყანაში არსებული პრობლემები რუსეთის საშუალებით მოაგვაროს, რადგან რუსეთმა თავად აღიარა, რომ მისთვის საქართველოს ნატოში შესვლა-არშესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც, წესით და რიგით, თუკი არსებობს ქართული დიპლომატია, ძალიან კარგად უნდა გამოიყენონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში“ – აცხადებს გულბაათ რცხილაძე.

Next Post

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას

პარ იან 28 , 2022
727 წაკითხვააშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ ზელენსკი გააფრთხილა, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში თებერვალში შეიჭრას, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა, ემილი ჰორნმა განაცხადა. “პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ რუსები უკრაინაში თებერვალში შეიჭრან. მან ეს საჯაროდ თქვა. ჩვენ ამის შესახებ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ჰორნმა.