„ხო, სასაფლაოების ამზომველის იქით შეუძლებელი იყო“ – დარეჯან მეფარიშვილი ბესო ზანგურზე

958 წაკითხვა

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ახლა ვნახე, სათაური: რობერტ სტურუას თხოვნით, კახა კალაძემ მსახიობი ბესო ზანგური სასაფლაოების ამზომველად გააფორმა.
პირველ რიგში, უნიჭიერეს მსახიობს რომ თავისი საქმე აუკრძალეს, ისიც დაუდასტურებელ (ვერანაირად რომ ვერ დადასტურდება) საქმეზე, ეს სხვა თემაა.
ისიც სხვა თემაა, გამოძიება ვერაფერს რომ ვერ ადგენს, რაოდენ ხანგრძლივიც არ უნდა იყოს – ვერც დაადგენდა და რატომ, იურისტებს ჰკითხეთ.
ისიც სხვა თემაა, ოჯახს რომ უბულინგებენ ამ საოცრად ნიჭიერ კაცს – ბესო ზანგურს! და “ელიტა” დუმს!!
ოჯახი მხოლოდ მეუღლე არაა და გვანცა ის გოგო არაა, ამ სიბინძურეებს აჰყვეს, მაგრამ ბესოს და გვანცას უუულამაზესი და უუკარგესი ბავშვები ჰყავთ. ბესოს ჰყავს ძალიან კარგი შვილები!
ბავშვები, რომელთაც ბედნიერი მომავალი წინ აქვთ და ბავშვები, რომლებიც უნამუსოთა მიერ, ფაქტიურად, მუდმივი სტრესისთვის გაწირეს.
ეს როგორ, თქვენი შვილები არიან შვილები და სხვისი შვილები – არა!?
ეს როგორ?
და თან რობიკო სტურუამ სთხოვა თურმე კალაძეს და ბესო ამიტომ დაასაქმეს.
ხო, სასაფლაოების ამზომველის იქით შეუძლებელი იყო…
ერთხელ მაინც ვისაც გინახავთ ბესო ზანგური სცენაზე, ნუთუ გული არ დაგწყდათ ჰერმესში რომ დაიწყო მუშაობა?
ან ნუთუ მუდმივად ასე უნდა იყოს, დაუსრულებელი გამოძიება და დევნილი უნიჭიერესი კაცი!
რატომ? რატომ?

Next Post

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ნატო უკრაინაში სამხედროების შეყვანას არ გეგმავს

კვი იან 30 , 2022
958 წაკითხვაიენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, BBC-სთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ნატოს ვალდებულება ბლოკის რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმად განიხილოს, არ ვრცელდება პარტნიორ სახელმწიფოებზე. „ნატოს ჯარისკაცების უკრაინაში განთავსებას არ ვგეგმავთ. აქცენტს მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. არსებობს განსხვავება ნატოს წევრსა და ძლიერ და დაფასებულ პარტნიორს შორის, როგორიც უკრაინაა“, – განაცხადა […]

შესაძლოა მოგეწონოთ