იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ნატო უკრაინაში სამხედროების შეყვანას არ გეგმავს

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში სამხედრო ძალების შეყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, BBC-სთან ინტერვიუში ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ნატოს ვალდებულება ბლოკის რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმად განიხილოს, არ ვრცელდება პარტნიორ სახელმწიფოებზე.

„ნატოს ჯარისკაცების უკრაინაში განთავსებას არ ვგეგმავთ. აქცენტს მხარდაჭერაზე ვაკეთებთ. არსებობს განსხვავება ნატოს წევრსა და ძლიერ და დაფასებულ პარტნიორს შორის, როგორიც უკრაინაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…