თორნიკე დავითაშვილი სააკაშვილზე – „ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი…“

472 წაკითხვა

გარდაცვლილი კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილი თორნიკეს ნათლია და წარსულში, მამის პოლიტიკური ოპონენტი იყო.

თორნიკე ამბობს, რომ ნათლიის არ სჯერა და რომ მიხეილ სააკაშვილი პოპულისტია. ნათლიას ნათლული სასჯელის მოხდას ურჩევს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მისთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი იქნება.

“მჯერა ადამიანის, მაგრამ ნათლიაჩემს შეცვლის არაფერი ემჩნევა. ალბათ, ვერ აცნობიერებს, რა დააშავა. ადამიანი ვერ შეიცვლება იქამდე, თუ არ გაიაზრებს, რა გააფუჭა და რა არასწორი ნაბიჯები გადადგა.

დღემდე ჰგონია, რომ რაც გააკეთა, ყველაფერი ეპატიება, რომ მოდიოდა აქ, იას და ვარდებს დაახვედრებდნენ, რომ მიშაა ქვეყნის აღმშენებელი, მაგრამ რეალობა ისეთია, რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა არაკანონიერად უცხოეთის მოქალაქემ და რას ელოდებოდა, ძალიან მაინტერესებს?!” – ამბობს თორნიკე დავითაშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, მას ციხიდან წერილი რომ მოსწეროს ექსპრეზიდენტმა ნათლიამ, გაუკვირდება თუ არა, გარდაცვლილი პოლიტიკოსის შვილი ასე პასუხობს:

“არ გამიკვირდება, მაგრამ ნათლიაჩემი რომ ნათლიაჩემია, რაში დაემჩნა, არანაირი ქმედეთი საქმით მას ეს არ დაუმტკიცებია… ნათლიაჩემი არის ძალიან დიდი პოპულისტი, მას არ ვენდობი… სულ რომ ცრემლები წამოუვიდეს, საქმით თუ არ დაამტკიცა, რომ ნანობს, მისი სიტყვები ჩემთვის ფურცელზე სიტყვებია. იმიტომ, რომ არ ვენდობი, არ არის სანდო ადამიანი.

აღიაროს საკუთარი დანაშაული იქ, სადაც მიუძღვის და მოიხადოს სასჯელი, ისე როგორც იმსახურებს. გადასარევად იცის, რას იმსახურებს. თვითონაც იურისტია და ძალიან კარგად იცის… ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი…” – ამის შესახებ კობა დავითაშვილის შვილმა, თორნიკე დავითაშვილმა “რადიო თავისუფლების” გადაცემა “შვილებში” ისაუბრა.

პრაიმ ტაიმი

Next Post

„ირაკლი ღარიბაშვილმა რომ "დასჭექა" და "კაზინოო, დალია ხო "ჩაილურის წყალი" ამ "ბაზარმა?“ - დემურ გიორხელიძე

კვი იან 30 , 2022
472 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: პრემიერ- მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ბოლოს რომ “დასჭექა” და “კაზინო/მაზინო/საყომარო/საბოზო” საქმეებს “დაარტყა”, – რეკლემებს ავკრძალავთ და ასე ვიზამთ და ისე ვიზამთო, – ხო არაფერი გაგიგიათ, რა ხდება?! დალია ხო “ჩაილურის წყალი” ამ “ბაზარმა?” სულ მალე კაზინო/მაზინო/საყომარო/საბოზო საქმის მესვეურთა შემოსავალი საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლებზე მაღალი ოფიციალურად გახდება, არაოფიციალურად კი კაი ხანია იგი აღემატება იმას, რასაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ