
დღეს რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა: ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით “I’ll be Back” (“დავბრუნდები”). შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
კიბერშეტევა განხორციელდა ასევე ტელეკომპანია „იმედზე“, „მაესტროსა“ და GDS-ზე,
ამის გამო, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის მუშაობა. გამოძიება 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო.
„იმედის“ იურისტის ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია. „ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ.”- აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.
კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა ის საზღვარგარეთ დაიგეგმა.