სუს-მა გორის კულტურის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

402 წაკითხვა

გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ბიტკოინს და გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სავარაუდოდ აღმოჩენილ მაინერებს ეხება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.

„გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“,-განმარტავენ სუს-ში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის კულტურის სახლში, მერიის მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები ჰქონდა დაყენებული. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მაინერები გორის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა. მათივე ცნობით, ე.წ. ბიტკოინების ქარხანა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა, ელექტროენერგიის გადასახადი თვეში 6 ათას ლარს აჭარბებდა და ჯამში ბიუჯეტმა 100 ათას ლარზე მეტი იზარალა.

იპნ

Next Post

რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად? – სააკაშვილი

ხუთ თებ 3 , 2022
402 წაკითხვაპატიმარი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე პოსტი ქვეყნდება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში. რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში: 1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის; 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს); 3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების […]