სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, ქუთაისში, პარლამენტის ნაქირავებ ბინაში სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა

323 წაკითხვა

სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, 2015 წელს, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნებიდან” და ქუთაისში, პარლამენტის ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, სათვალთვალო ვიდეოკამერა აღმოაჩინა. ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქცია’-ში სტუმრობისას განაცხადა.

„2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში, მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი და იქ ვცხოვრობდით. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა, რომ დაიქირაო და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა იყავი ჩემთან და ერთად ვიყოთ… დილით დგება ლუკა და მეძახის, მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც დამონტაჟებულია მის საძინებელში, იმ სასლში, რომელიც მე მქონდა ნაქირავები. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა“, – თქვა ჯაჭვლიანმა.

მისი თქმით, ამის მომსწრეები იყვნენ მისი მეუღლე და ლუკა კურტანიძე მეუღლესთან ერთად, თუმცა ამაზე საჯაროდ არ უსაუბრია, მაგრამ მისივე თქმით, ისაუბრა იქ, სადაც საჭირო იყო.

მან ეთერიდან მიმართა ლუკა კურტანიძეს დაიფიცოს წმინდა ნიკოლოზის ხატზე, რომ ეს ასე არ მომხდარა. ჯაჭვლიანი ფიქრობს, რომ კურტანიძე იტყვის სიმართლეს.

წყარო: MULTIMEDIA.GE

Next Post

„ამას ხომ მოხერხება უნდა?“ - პაატა ბურჭულაძე

ოთხ თებ 9 , 2022
323 წაკითხვაპაატა ბურჭულაძის პოსტი ფეისბუქში: რა საოცარი ერი ვართ! სააკაშვილი ციხეში გვყავს და პაპუაშვილი საქართველოს წარმოადგენს ინგლისის ლორდთა პალატაში. ამას ხომ მოხერხება უნდა?!