„ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს „ოცნებაში“ – ნათია მეზვრიშვილი

რაც ახლა მინისტრთა კაბინეტში ხდება, არის უბრალოდ იმიტაცია თითქოს და ცვლილებების, ამის უკან არ დგას არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ გააჩნია.

„ეს არ არის მხოლოდ ღარიბაშვილისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან ბევრ ადამიანს ახასიათებს „ოცნებაში“, რაც არ ახასიათებდა მაგალითად, გახარიას და ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს – რაღაც ფობიები და ადამიანების შერჩევა ნდობასთან დაკავშირებული კრიტერიუმებით და არა პროფესიონალიზმის. ის, რაც ახლა მინისტრთა კაბინეტში ხდება, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ იმიტაცია თითქოს და ცვლილებების. ისეთივე იმიტაცია, როგორც მაგალითად სასამართლო რეფორმის მიმართულებით, თითქოს და რეფორმის გაგრძელების იმიტაცია, პარლამენტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შეცვლილი თავმჯდომარე. ახსნებს როგორც წესი ვერ ვისმენთ. ამის უკან არ დგას არაფერი, ეს არის შენიღბვა იმის, რომ თითქოს რაღაც პროცესები მთავრობაში მიმდინარეობს, თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს და ხვალიდან რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ამას აქვს ფორმალური დატვირთვა.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…