„პოლიტიკოსები ეჭვიანობდნენ დარგის სპეციალისტებზე, რომ მათ არ წაეღოთ პირველობის გვირგვინი“ – დავით სერგეენკო

655 წაკითხვა

მარტში გამოქვეყნდება დემოგრაფიული მონაცემები, რომელიც არის საბოლოო ვერდიქტი თუ რა მოხდა გასულ წელს ქვეყანაში, ეს იქნება პირველი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ დავიწყოთ შეცდომებისა და ძლიერი მხარეების ანალიზი, მანამდე ამის გაკეთება არაკომპეტენტური და არასწორია. ვისი ბრალია 15 000 გარდაცვლილი ადამიანი – ამის სათქმელად ძალიან მყარი საფუძველი უნდა გქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ კოვიდპანდემიაზე საუბრისას განაცხადა.

სერგეენკოს განცხადებით, ვაქცინაციის დაბალი პროცენტი კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია და ვაქცინაციის 60%-იანი გეგმის ვერ შესრულება მეტწილად არასწორმა საინფორმაციო კამპანიამ განაპირობა.

,,ყველას გვახსოვს კოვიდპანდემიის დასაწყისი, ეს პირველ რიგში პოლიტიკოსებმა გამოიყენეს საკუთარ ტრიბუნად. ქვეყნის პირველ პირებს კლინიკური მართვის პროტოკოლები ეკავათ ხელში და ცდილობდნენ ამ გამოწვევისგან შეექმნათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად დაეკავებინათ საინფორმაციო სივრცე. პოლიტიკოსები ეჭვიანობდნენ დარგის სპეციალისტებზე, რომ მათ არ წაეღოთ პირველობის გვირგვინი და ნებისმიერ ხერხს იყენებდნენ ამისთვის, ცდილობდნენ ჩაეჩოჩებინათ სპეციალისტები. იგივე კანონზომიერებაც არის საქართველოში გამოხატული, საინფორმაციო სივრცე შეივსო ენთუზიასტებით, ბლოგერებით და არაპროფესიონალებით. ერთობლიობაში პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, კომპეტენციის აღრევისა და კომუნიკაციურმა ფაქტორებმა ძალიან დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიოს. ჩვენს შემთხვევაშიც ეს ოთხი კომპონენტი სამართლიანია და მოქმედია, თუმცა რთულია იმის თქმა, რომელი კომპონენტისგან რა ზიანია მიღებული.

იპნ

Next Post

სოფელ სამებასთან 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კვი თებ 13 , 2022
655 წაკითხვადედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, საქართველოში, სოფელ სამებასთან 6.2 სიდიდის მიწისძვრა მოხდა. „თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.