„ხაბეიშვილის გამოგონებებსა და ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“ – სოზარ სუბარი

645 წაკითხვა

ვისთან არის დაკავშირებული “ქოლ-ცენტრები”, ყველამ კარგად იცის და ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

სუბარმა ხაბეიშვილის ბრალდბებს “გამოგონება” და “ტყუილი” უწოდა.

“ხაბეიშვილის გამოგონებებსა და ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამოძიება დიდი ხანია დაწყებულია, ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელშიც საქართველო არის ჩართული და არის მთავარი პარტნიორი. სწორედ ჩვენი და გერმანული მხარის თანამშრომლობით გაიხსმა საქმე და გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება ვისთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გავიმეორებ პრემიერის ნათქვამს, ვინ დგას ამის უკან, რას აფინანსებს საქართველოში ეს ადამიანი, ყველამ კარგად იცის და სწორედ ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალებები სხვადასხვა პიროვნების მიმართ. ეს ხდება იმ ტელევიზიების მიერ, ვისაც ამ კაცის გვარის ხსენება არ აწყობთ,“ – განაცხადა სუბარმა.

 

Next Post

„მე ვფიქრობ, რომ ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია“ - თაკო ჩარკვიანი

ორშ თებ 14 , 2022
645 წაკითხვა„მე ვფიქრობ, რომ ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია, ასე ერთად მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ ბოლო წლებია არ ყოფილა. დიახ ყველა, ყველა მანიაკურად მომხვეჭელი უზურპატორი – ოლიგარქი ფინალში უჭკუოა, რადგან უზურპატოტორობა და მთელი მსოფლიოს შეწუხება და საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა ,ყველასთან დაპირისპირებაა სწორედ ისტორიული, პოლიტიკური უტვინობა. ამხელა ქვეყანა გქონდეს (ნედლეულით, ბუნებრივი რესურსით) და ხალხი მშიერი გყავდეს, გაუბედურებული (რუსეთში, სოფლებში ხახვს ჭამს ლამის, […]