572 წაკითხვა
„მე ვფიქრობ, რომ ეს პუტინის დასასრულის დასაწყისია, ასე ერთად მსოფლიო პუტინის წინააღმდეგ ბოლო წლებია არ ყოფილა. დიახ ყველა, ყველა მანიაკურად მომხვეჭელი უზურპატორი – ოლიგარქი ფინალში უჭკუოა, რადგან უზურპატოტორობა და მთელი მსოფლიოს შეწუხება და საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა ,ყველასთან დაპირისპირებაა სწორედ ისტორიული, პოლიტიკური უტვინობა.
ამხელა ქვეყანა გქონდეს (ნედლეულით, ბუნებრივი რესურსით) და ხალხი მშიერი გყავდეს, გაუბედურებული (რუსეთში, სოფლებში ხახვს ჭამს ლამის, მხოლოდ) იმის მაგივრად, რომ ყვაოდეს ეკონომიკით, ტექნოლოგიებით და ა.შ .
ჰოდა, ვფიქრობ პუტინის პოლიტიკურ მარცხს მალე შევიტყობთ. მე ასე ვფიქრობ, ვნახოთ……. დიდება უკრაინას”– წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.