ამერიკის ინტერესი სირიაში – „აშშ-ი დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს“

1,414 წაკითხვა

აშშ-ი დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და დაპირისპირების შემთხვევაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს, მათ შორის რუსეთსა და სირიას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა.

მარკ ესპერის თქმით, ვაშინგტონის ამოცანაა, რომ ნავთობსაბადოები მოკავშირე ქურთულმა დაჯგუფებამ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გამოიყენოს.

პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ნავთობსაბადოებს უკვე იცავენ.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჰასაქას პროვინციაში დაბრუნდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის მოქმედებას სახელმწიფო ბანდიტიზმი უწოდეს და ვაშინგტონი ნავთობის კონტრაბანდის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.

Next Post

„ასეთი ბაზა, გიუმრის ბაზის პირისპირ, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება“

სამ ოქტ 29 , 2019
1,414 წაკითხვა„სამყაროში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია. ყველა მოთამაშე ცდილობს თავისი აქტივების ინვენტარიზაციას და სადაც სუსტები არიან, იქ გაიძლიერონ პოზიცია. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ამერიკის შეერთებული შტატები არცთუ უსაფუძვლოდ, საქართველოს განიხილავს საკუთარ აქტივად და აქ პოზიციის გამყარებას ცდილობს“ – აცხადებს „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. ექსპერტი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარის, ლუკ კოფის იდეას  აშშ-ის ჯარების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, არარეალურად მიიჩნევს. „ლუკ კოფის ეს […]

შესაძლოა მოგეწონოთ