„ოპოზიციის ამომრჩეველი გაგიჟდა, გადაირია ჩვენი მაყურებელი“ – ნინო ბურჯანაძე

დაუძახეთ ახლა მიშელს და ჩამოიყვანეთ ერთი, ჩამოიყვანოს ბატონმა, ბადრი ჯაფარიძემ მიშელი, სად არის?, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტით „ქართული ოცნება“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაციას ახდენს, ხოლო ოპოზიციურ ამომრჩეველში კი ნიჰილიზმს ზრდის.

„გავიგე, რომ „ლელო“ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „ლელოს“ მხრიდან უზარმაზარი რესურსი დაიხარჯა არჩევნებზე, ადამიანურიც, ემოციურიც, ფინანსურიც. ისედაც 3 თუ 4 პარლამენტარი ჰყავდათ და ახლა ორი დარჩათ, აღარც დაფინანსება აქვთ და აღარც კომისიის წევრი ეყოლებათ. კატასტროფაა „ლელოსთვის“, მაგრამ რა, ახლა, რუსთავში რომ შუალედურ არჩევნებზე აყენებს ბადრი ჯაფარიძე კანდიდატურას, მოიგებს?

ფასს არაფერს არ იხდის ამაში „ქართული ოცნება“, იგებს იმას, რომ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაციას მეტად ახდენს და ოპოზიციის ამომრჩეველში იწვევს უფრო მეტ ნიჰილიზმს იმიტომ, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი გაგიჟდა, გადაირია ჩვენი მაყურებელი. ხან შევდივართ, ხან არ შევდივართ, ხან გამოვდივართ, ხან არ გამოვდივართ, ხან სიებს ვხსნით, ხან სიებს აღვადგენთ და გადაირია ეს ხალხი და კიდევ კარგ ჭკუაზე არიან ოპოზიციის მომხრეები. არ შეიძლება ასე. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს რას ვაკეთებთ.

ოპოზიციას იცით რა უნდა გაეკეთებინა? არ უნდა შესულიყო პარლამენტში. შარლ მიშელი დაგიჯდებოდა აქ და ერთ კვირას გაატარებდა თბილისში. მანამდე, სანამ არ აიძულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ ნაბიჯები გადმოედგა. ჩემი დიდი პატივისცემა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გაიაზროს დასავლეთმა, რომელ ქვეყანას როგორ უნდა მიუდგეს. არა ვართ ჩვენ არც მონაკო, არც ლიხტენშტეინი, არც შვეიცარია, არც ავსტრია. ის, რაც სწორია შვეიცარიაში და ავსტრიაში პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, ის საქართველოში არ იმუშავებს, როცა ხელისუფლება ხელში აქვს ჩაგდებული 90-იანი წლების ბანდიტურ რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…