4 000 ლარი სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს – ვის შეუძლია ფულადი წახალისებით სარგებლობა

451 წაკითხვა

მიმდინარე წელს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ფინანსური წახალისების პროგრამა კვლავ ამოქმედდა – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

საქმე ეხება მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას მაქსიმუმ 4000-ლარიანი გრანტით ითვალისწინებს. დაბრუნებული მოქალაქეები გრანტის სახით ტექნიკას ან ხელსაწყოებს მიიღებენ.

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს გრანტს ჯამში 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:

• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ. N1;
• ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;
• ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .

წყარო: bm.ge

Next Post

„ვერ ვხვდები ,რატომ აძლევთ დაცინვის საკვებს ისედაც თავგასულ ხელისუფლებას, დაგაკელით რამე?“ - ინგა გრიგოლია

ოთხ თებ 16 , 2022
451 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „ოპოზიცია რომ ითხოვს საკუთარი ხელით გაუქმებული სიების აღდგენას -აი მაგ შედი-გამოდით აძლიერებს სწორედ ,, ქართულ ოცნებას,, კაცო, ხომ თავად გაანულეთ, რაის აღდგენა ახლა? მართლა ვერ ვხვდები ,რატომ აძლევთ დაცინვის საკვებს ისედაც თავგასულ ხელისუფლებას. რიზა??? რიზა??? დაგაკელით რამე?“