ხანდახან შემეცოდება ხოლმე სააკაშვილი, მაგრამ უმალვე 2011 წელს კარანტინის საკანში ჩემთან მჯდომი ნაწამები 20 წლის ბიჭი მახსენდება – სანდრო ბრეგაძე

173 წაკითხვა

ხანდახან შემეცოდება ხოლმე სააკაშვილი, მაგრამ უმალვე 2011 წელს კარანტინის საკანში ჩემთან მჯდომი ნაწამები 20 წლის ბიჭი მახსენდება, რომელიც ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქში.

“მახსენდება ე.წ. კარცერში შემოყვანილი მეგრელი კაცი, რომელსაც გაუვალობა (ნაწლავების გადახლართვა) ჭირდა, სანამ საშინელი ტკივილებით, პერიტონიტით არ გარდაიცვალა ექიმიც კი არ აღირსეს – ამის შემდეგ სააკაშვილისადმი შეცოდების ყველა გრძნობა მიქრება

სააკაშვილი “ვივამედი”-ს კომფორტულ პალატაშია წამოწოლილი, მნახველები არ აკლია, ოჯახის წევრებს ყოველდღე ნახულობს, ამერიკიდან ჩამოჰყავთ ექიმები – ეს იმ ფონზე, რომ მისი პირადი ჯალათებისგან ნაცემი – ნაწამები 20-25 წლის ბავშვები “რეზბალნიცაზე” არ გადაჰყავდათ მანამდე, სანამ სიკვდილის პირას არ მიიყვანდნენ – შემდეგ კი სუდარაგადაფარებულები გამოჰყავდათ საკაცით. დღემდე ჩამესმის მათი დედების გოდების განწირული ხმა, ცრემლები.

ნიანგის ცრემლებია გიულის, სანდრას, იასკოს, სოფოს ცრემლები-ნიანგის
ხვალ ხელისუფლებაში რომ დააბრუნო ეს გარყვნილი ბანდა – უარესს იზამენ,სისხლის და წამების გუბეებს დააყენებენ ქუჩებში, აი ესაა სიმართლე”- წერს სანდრო ბრეგაძე.

Next Post

ქალბატონო სალომე, აბა გაბედეთ და შეიწყალეთ დამნაშავე სააკაშვილი, მილიონი ადამიანი გამოვალთ გარეთ - ლალი მოროშკინა (ვიდეო)

კვი დეკ 25 , 2022
173 წაკითხვაქალბატონო სალომე, აბა გაბედეთ და შეიწყალეთ დამნაშავე სააკაშვილი, მილიონი ადამიანი გამოვალ აგრეთ – მიმართა ლალი მოროშკინამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს “ალტ-ინფო”-ს ეთერიდან.  

შესაძლოა მოგეწონოთ