ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე

1,296 წაკითხვა

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა ერთი მგზავრი. შეჯახების გამო დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ

Next Post

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

სამ ოქტ 29 , 2019
1,296 წაკითხვაქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, […]