715 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
ყველაფერი სწორად დავწერე!, –
და სწორად გავთვალე… ყველა ჩემი შენიშვნის უკან ჩემი უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. არასდროს მივცემ თავს უფლებას ზერელედ ან ემოციურად, პირადი სიმპათია/ანტიპათიის დონეზე დავწერო რამე!
ხმელთაშუაზღვიდან ამერიკელებს გაჰყავთ სამხედრო გემები, რისი მიზეზიც არის სირიაში ჰიპერბგერითი იარაღის გამოჩენა! ე.წ. “ავიამზიდების მკვლელი” იარაღით “კინჟალი” და სხვა, აღჭურვილი თვითმფრინავები + “ცირკონის” გამოცდამ, როცა თეთრ ზღვაში გემიდან მიზანი ბარენცის ზღვაში იქნა განადგურებული, შანს პრაქტიკულად არაფერს არავის უტოვებს!
არავის უნდა საკუთარი გემები სამიზნე იყოს!
ეს არ არის ხუმრობა, –
ინფორმაციული ომისა და სიტყვიერი ბაქი-ბუქის მიღმა
გაცილებით სასტიკი რამეები ხდება!
კარგია, თუ ყველაფერი შეთანხმებით დასრულდება,
თუ არადა, შეთანხმება იძულებითი იქნება!