
რუსთაველზე გრგვინვა და დიდი ტალღით შემოსვლა”- თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი გზა, ხალხმრავალ საპროტესტო აქციაშია და ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გახარიასთან ალიანსს შექმნის, ეს იქნება უკვე მათი დამარცხების საწინდარი. ამ საკითხზე მან „კავკასიის“ ეთერში, დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას ისაუბრა.
„დაიმახსოვრეთ ბატონებო ჩემი სიტყვა, ყველაფერს შეცვლის რუსთაველზე, დიდი ტალღით შემოსვლა.
გადაჭარბების გარეშე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება ციხეში და მე, დღედაღამეგასწორებულს, ქუჩაში, რუსთაველზე გრგვინვას ვერ ვხედავ და ეს არ არის კარგი, ამას ვეუბნები უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას (ნაციონალურ მოძრაობას) რომელსაც ჰყავს უმაგრესი ამომრჩეველი და ის დღე და ღამ ელოდება რუსთაველზე შემოსვლას“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.