კახა კალაძის თქმით, საცობების პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით უნდა აღმოიფხვრას

216 წაკითხვა

კახა კალაძის თქმით, საცობების პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებით უნდა აღმოიფხვრას.

ამის შესახებ მან დღეს, პუშკინის სკვერის დათვალიერებისას განცხადა.

„ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და
წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება
საცობებს, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო
ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი. 2012 წლამდე, დაახლოებით, 180 000-
მდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეს, პიკის საათებში
600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი გადაადგილდება და წარმოიდგინეთ, ეს
რიცხვი მუდმივად მზარდია.

ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული. ამისთვის ვმუშაობთ, ამისთვის ვაკეთებთ ამდენ გამზირს, ქუჩას. იხაზება და კეთდება შესაბამისი ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაკეთებთ იმას, რაც განვითარებულმა ქალაქებმა თავის დროზე გააკეთეს, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Next Post

ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო და ძალიან მეტკინა - პეტრე კვარაცხელია

ორშ დეკ 26 , 2022
216 წაკითხვა ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა.”- წერს მიხეილ სააკაშვილზე დეკანოზი პეტრე კვარაცხელია. “ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, ბევრი გახდა უსამართლობის მსხვერპლი… ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ… ჩვენ ამას ვგმობდით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მასზე და ასე სამწუხაროდ დასრულდა მისი ეპოპეაც, მაგრამ რაც მასთან […]

შესაძლოა მოგეწონოთ