ეს კლოუნი, თაღლითების პარტიის მდივანი ვის ატყუებს არ ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებს? რისი დამცავი ხარ შე სამარცხვინო, იმ ხელისუფლების ლიდერი იყავი, ქვეყნის 20% რომ მტერს ჩააბარეთ, ახლა პარლამენტთან გადიხარ და იქედან იცავ საქართველოს? – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფრაქცია „ლელოს“ წევრს სალომე სამადაშვილს, რომლის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა იმით დასრულდა, რომ როგორც ჩანს, ხვალ ხელისუფლება კვორუმის ჩაგდებას აპირებს. ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ამ კლოუნადას და მტრის წისქვილზე წყლის დასხმას სჯობს ოპოზიციამ მუშაობა აცადოს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის მშვიდობაზე ზრუნავს. „ეს კლოუნი, თაღლითების პარტიის მდივანი ვის ატყუებს არ ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებს? რისი დამცავი ხარ შე სამარცხვინო, იმ ხელისუფლების ლიდერი იყავი, ქვეყნის 20% რომ მტერს ჩააბარეთ, ახლა პარლამენტთან გადიხარ და იქედან იცავ საქართველოს? ამ კლოუნადას, მტრის წისქვილზე წყლის დასხმას სჯობს ხმა გაიკმინდოთ და იმ ხელისუფლებას აცადოთ მუშაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე ზრუნავს, ოღონდ სწორი ნაბიჯებით და არა თქვენსავით, წივილ კივილით“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
ლევან ნიკოლეიშვილი სალომე სამადაშვილს – „რისი დამცავი ხარ შე სამარცხვინო“
987 წაკითხვა