ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

დღეს, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი – ემპათია.”- წერს ნიკა გვარამია ციხიდან, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

წერილის ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.

“სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტუალურია. მისი განმსაზღვრელი ვითარებაა და არა აქტორები.

შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს ეს არ ესმოდეს. შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს სუბიექტურ განცდამდე (სააკაშვილის მიმართ პირად დამოკიდებულებამდე) დაყავდეს სიცოცხლის მხარეს დადგება თუ სიკვდილის, საზოგადოებრივი სიმშვიდის მხარეს დადგება თუ მასობრივი ფსიქოზის, ისტორიულად აუცილებელი გამოსავლის ავტორი იქნება თუ ისტორიის ტრაგიკული განვითარების.

არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო. წინასაახალწლოდ და წინასაშობაოდ, მითუმეტეს. ასე, უბრალოდ, არ შეიძლება.”- წერს ნიკა გვარამია.

  • Kaspersky Digital Footprint Intelligence: ყოველი მეორე ექსპლოიტი ბნელ ქსელში უმიზნებს ნულოვან და პირველი დღის დაუცველობას

    Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა გააანალიზა 547 რეკლამა 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის სექტემბრის ჩათვლით ფორუმებზე დაუცველობის ექსპლოიტების შესყიდვისა და გაყიდვის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათი ნახევარი (51%) იყენებს ნულოვანი და…

    მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

    2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო  ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა …

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *