თურქეთმა კვლავ ღიად გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგან უკრაინის დასაცავად. მან დასავლური ქვეყნები გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია ამ დრომდე არ გამოუჩენიათ.
ერდოღანი, დღევანდელ გამოსვლაში ამბობს, რომ იმედოვნებს, პარასკევის ნატოს სამიტზე უფრო მტკიცე მიდგომას აირჩევს ალიანსი:
„ეს არ უნდა გადაიქცეს ჩვეულებრივ დაგმობად, ნატოს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა“, – განაცხადა ედოღანმა სტამბოლში, პარასკევის ლოცვის შემდეგ.
თურქეთმა რუსეთის თავდასხმას “მიუღებელი” უწოდა და საერთაშორისო სამართლის ისეთ მძიმე დარღვევად მიიჩნია, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაგმობით, ანკარამ მოსკოვს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს “უსამართლო და უკანონო” სამხედრო ოპერაციები.