„მივმართავ უკრაინელ ხალხს“ – გიორგი გახარია

324 წაკითხვა

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ასევე საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას აეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ ქართული მხარე რაიმე ტიპის სანქციის დაწესებას არ აპირებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.

„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა! სამწუხაროდ, ოკუპაცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არ არის და დღესაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად, საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

25 თებერვალი არის დღე, რომელმაც საუკუნის წინ უთანასწორო ბრძოლაში საქართველო დააშორა ევროპულ არჩევანს!

საუკუნის შემდეგაც, დღეს არის რეალობა, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!

მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს.“– წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

Next Post

„საქართველო ანტირუსულ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს” - ირაკლი ღარიბაშვილი

პარ თებ 25 , 2022
324 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს. „გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული […]

შესაძლოა მოგეწონოთ