„საქართველო ანტირუსულ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

459 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.

„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს.

მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას.

მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იპნ

Next Post

„ასე გავაგრძელებთ? მალე ამ ქვეყანაზე კონტროლი ქართველებს აღარ ექნებათ“ - დემურ გიორხელიძე

პარ თებ 25 , 2022
459 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: რასაც ვხედავ და მესმის, – საქართველო გამანადგურებელი ჯინიანობისა და იდეოლოგიური მარაზმით გათელილ ქვეყნად ყალიბდება: დანაშაულებრივი ნეოკომკავშირული ტელევიზიები, ე.წ. კარიკატურული ჟურნალისტები, სასაცილო “მიმომხილველები” და “მკვლევარები” საკუთარი თავის სრულ განადგურებაზე მიუთითებენ: ამ დონის ტყუილი, იდეოლოგიური სიშლეგე და სულელური წარმოდგენები მოვლენებზე, სრული იგნორირებაა მსოფლიოს წამყვანი პროგრესული მედია-საშუალებების შეფასებისა უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ხუნტრუცი და დაღუპულებისა და ჩამოდგებულების თვლა მიუთითებს […]

შესაძლოა მოგეწონოთ