745 წაკითხვა
გერმანიის მთავრობამ რუსული თვითმფრინავებისთვის თავისი საჰაერო სივრცის დახურვის განკარგულება გასცა, -ამის შესახებ გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ვოლკერ ვისინგიმ განაცხადა.
სამინისტროს პრესსპიკერმა CNN-ს განუცხადა, რომ შეზღუდვის დასაწესებლად საჭირო პროცედურა უკვე მიმდინარეობს.
ამასთან, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთის საჰაერო სივრცეს არ გამოიყენებს. ავიაკომპანიაში განაცხადეს რომ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში რუსეთის მიმართულებით რეისებს არ განახორციელებენ. კომპანიის ის თვითმფრინავები კი, რომლებიც უკვე არიან რუსეთის საჰაერო სივრცეში, მალევე დატოვებენ მას.