„ომი გაცდა რუსეთ, ბელარუსს, უკრაინის საზღვრებს“ – გიორგი თავდგირიძე

652 წაკითხვა

გიორგი თავდგირიძის პოსტი ფეისბუქში:

როგორც ჩანს რუსეთი ცვლის ომის წარმოების გერასიმოვის სტრატეგიას, რომელიც თეორიულად სწორი იყო, მაგრამ არ ითვალისწინებდა რომ რუსეთის არმია არც ტექნოლოგიურად იყო მზად და არც ტაქტიკურად. სავარაუდოდ დაუბრუნდებიან ჩვეულ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტაქტიკაზე დაყრდნობილ სტრატეგიას. დაიწყება მნიშვნელოვან სტრატეგიული პუნქტებისა და ქალაქების ნაბიჯ ნაბიჯ დაკავება. უკრაინული ქვედანაყოფების ბრძოლაში ჩათრევის და შემოვლითი ოპერაციებით განადგურების მცდელობა. ნელა, მაგრამ მეთოდურად. ეს გასაგებია, მაგრამ, საიდან აპირებენ ამისთვის საჭირო ცოცხალი ძალის მოყვანას? რუსეთი შეეცდება მოლაპარაკების დაწყებამდე რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს. მაგრამ არ ითვალისწინებს რომ ბრძოლები კი მიმდინარეობს უკრაინაში, ომი გაცდა რუსეთ, ბელარუსს, უკრაინის საზღვრებს.

Next Post

მანჩო გიორგობიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე - „ვის ეძახის მოღალატეს, ეს ისტერიჩკა პრიმატი, „ოსეთის პრეზიდენტის” სახელზე რომ..“

კვი თებ 27 , 2022
652 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე წერს: ეს ვაჟა გაფრინდაშვილი ვის ეძახის მოღალატეს, ეს ისტერიჩკა პრიმატი, “ოსეთის პრეზიდენტის” სახელზე რომ აქვს შეწყალება ნამათხოვრები? მის მეტს საქართველოში , ოფიციალურ დოკუმენტში არავის ჰყავს ნაღიარები სეპარატისტი ე.წ. პრეზიდენტი! არ მინდოდა გალანძღვა, მაგრამ წელიწადი ვერ გაძლო ციხეში, სულ ტირილ-ტირილით დაწერა შეწყალების თხოვნა. ვიზე ლაპარაკის უფლება აქვს ამ ტუტუცს, მართლა დაიჯერა რომ გმირია?! ან […]