„ეს კაცი თანამდებობაზე ღვთისა და ბუნების კანონების დაცინვაა“ – ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე

715 წაკითხვა

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„პრემიერს ვუსმინე, შევეცადე კორექტული ფორმით გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილება, მაგრამ რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ეს პრინციპულად შეუძლებელია.
შეიძლება ბევრი რამის ღირსი ვართ ერი: მეტეორის, კომეტის, ასტეროიდის, ცუნამის, ცეცხლის წვიმის, ლოდების სეტყვის, მურვან-ყრუს, შაჰ-აბასის თუ კარაბას-ბარაბასის, მაგრამ ეს დონე არ დაგვიმსახურებია რა. ეს კაცი არის ანომალია და მისი ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფნა, გარდა ორი ბატის მწყემსობისა, ღვთისა და ბუნების კანონების დაცინვაა.
ერთადერთი რაც უნდა ვაღიარო ისაა, რომ ამ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნამდვილად იმსახურებენ მის უფროსობას ცხოვრების ბოლომდე.“

Next Post

„ოპოზიცია ცანცარებს“ – თეა წულუკიანი

ორშ თებ 28 , 2022
715 წაკითხვასაქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ზუსტად იმავეს ფიქრობს, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს თქვა, რომ საჭიროა “ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები”. “ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს და მე ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს. ზეიმობდა მაშინ, როცა […]

შესაძლოა მოგეწონოთ