„ოპოზიცია ცანცარებს“ – თეა წულუკიანი

846 წაკითხვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ზუსტად იმავეს ფიქრობს, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს თქვა, რომ საჭიროა “ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები”.

“ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს და მე ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს. ზეიმობდა მაშინ, როცა ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა და სულს ღაფავდა…

ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, ზედაპირულობას. ვხედავთ, რომ თითქოსდა ამ ადამიანებს ერთი სული აქვთ, ამ ქვეყანაში ტყვია გავარდეს – მინდა გავუცრუო მათ იმედები და ვთქვა, ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ დაცულები”, – თქვა თეა წულუკიანმა.

Next Post

„ეს იყო ფატალური შეცდომა, უკრაინის დაცინვა შეუსრულებელი დაპირებებით - ჩვენ მივიყვანეთ უკრაინა ამ მდგომარეობამდე“ - ბუნდესტაგის დეპუტატი

სამ მარ 1 , 2022
846 წაკითხვა„ეს იყო ფატალური შეცდომა, უკრაინის დაცინვა შეუსრულებელი დაპირებებით, კონკრეტულად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. ჩვენ მივიყვანეთ უკრაინა ამ მდგომარეობამდე”, – ასე აფასებს ბუნდესტაგის დეპუტატი და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი, ელის ვეიდელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთს არ სურს ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება, რაზეც 20 წელია, უკვე საუბრობს და ამას არ დაუშვებს. მისი თქმით, უკრაინისთვის უნდა […]

შესაძლოა მოგეწონოთ