„ეს იყო ფატალური შეცდომა, უკრაინის დაცინვა შეუსრულებელი დაპირებებით – ჩვენ მივიყვანეთ უკრაინა ამ მდგომარეობამდე“ – ბუნდესტაგის დეპუტატი

533 წაკითხვა

„ეს იყო ფატალური შეცდომა, უკრაინის დაცინვა შეუსრულებელი დაპირებებით, კონკრეტულად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე. ჩვენ მივიყვანეთ უკრაინა ამ მდგომარეობამდე”, – ასე აფასებს ბუნდესტაგის დეპუტატი და “ალტერნატივა გერმანიისთვის” ლიდერი, ელის ვეიდელი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან გერმანიის ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთს არ სურს ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება, რაზეც 20 წელია, უკვე საუბრობს და ამას არ დაუშვებს.
მისი თქმით, უკრაინისთვის უნდა შექმნილიყო უსაფრთხო ნეიტრალიტეტი, რომელიც გახდებოდა ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

Next Post

„მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემ მთავარსარდალთან, მე იქ მელოდებიან“ – მიხეილ სააკაშვილი

სამ მარ 1 , 2022
533 წაკითხვამიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ უკრაინაში, მის ქვეყანაში გაუშვან, რადგან იქ ელოდება მისი მთავარსარდალი (ვოლოდიმირ ზელენსკი) ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართთლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით პირდაპირ. იქ მე მელოდებიან ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში, მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემ მთავარსადრალთან, […]

შესაძლოა მოგეწონოთ