ტექნიკური პრობლემები მეტროში – მატარებელი სამგორისა და ისნის სადგურებს შორის გვირაბში გაჩერდა

2,252 წაკითხვა

თბილისის მეტროში ისევ პრობლემებია. გავრცელებული ინფორმაციით,  მატარებელი სამგორისა და ისნის სადგურებს შორის გვირაბში გაჩერდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი სადგურ „მარჯანიშვილზე“ მოძრავი მატარებელი გახდა, რომელსაც ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

მგზავრების ინფორმაციით, მეტროში წარმოქმნილმა პრობლემამ მოქალაქეების ნაწილში პანიკური სიტუაცია შექმნა.

 

 

Next Post

დაცვის პოლიციის ეკიპაჟი არასრულწლოვანს დაეჯახა

ოთხ ოქტ 30 , 2019
2,252 წაკითხვათბილისში, რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაშავდა. შემთხვევა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვან ბიჭს დაცვის პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. დაზარალებულს არსებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.