774 წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ უკრაინაში, მის ქვეყანაში გაუშვან, რადგან იქ ელოდება მისი მთავარსარდალი (ვოლოდიმირ ზელენსკი) ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართთლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით პირდაპირ. იქ მე მელოდებიან ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში, მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემ მთავარსადრალთან, გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, როლებიც გეუბნებიან, რომ დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ. მე დარწმუნებული ვარ, ასე სჯობს საქმისთვის და საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვის“- განაცხადა სააკაშვილმა.