შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

588 წაკითხვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე
წლის 1 მარტს, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ
განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ
ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გამოძიება დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა 1989 წელს
დაბადებულმა ს.ჯ-მ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს თბილისში, ინგოროყვას
ქუჩაზე მთავრობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულზე ინფრასტრუქტურის დაზიანებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით დაიწყო,
გამოძიების ფარგლებში დადგინდა მოწოდების ავტორის ვინაობა და ის
გამოკითხვის მიზნით პოლიციის შესაბამის დანაყოფში არის დაბარებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი
უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, შეკრებისა და
მანიფესტაციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და
დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება
აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.”– ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Next Post

„ახლა იშიფრება, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული – შემთხვევით არ შემოუთრევიათ სააკაშვილი – ერთი მასხარა იქით იომებდა, მეორე მასხარა აქეთ!“

სამ მარ 1 , 2022
588 წაკითხვაჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ელჩი კი არა, პაპაშენ სიმიონ ივანიჩის სულიც რომ გამოიწვიო საიქიოდან, საქართველოში ომი არ იქნება! ახლა იშიფრება, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული, შემთხვევით არ შემოუთრევიათ დუპლეტი სააკაშვილი საქართველოში – ერთი მასხარა იქით იომებდა, მეორე მასხარა აქეთ! უკრაინელებს არ ვეხები, ტრაგიკული სიტუაციაა, ვუთანაგრძნობ, ზელენსკი ვირთხაა!!! საქართველოს ხელისუფლება ამორალურად იქცევაო, ეგეთი უმადურობა გაგონილა?! არადა… ბოდიში აქეთ უნდა მოიხადოს […]