„ამ კანცელარიაში ღარიბაშვილი ვეღარ შევა” – ხვალ ოპოზიცია კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

617 წაკითხვა

პარტია ,,დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რუსთაველის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ღამეს რუსთაველის მოედანზე გაათევენ.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციის მონაწილეები ხვალ დილის 08:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შენობაში შესვლის უფლება არ მისცენ.

,,დავდგეთ აქ ერთად და ხვალ დილით ვთქვათ, რომ ამ კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილი ვეღარ შევა. პირდაპირ ვუთხრათ ან თქვენ წახვალთ ან ჩვენ წაგართმევთ ამ ქვეყანას. მაქსიმალურად ვეცდებით აქ შესაბამისი პირობები იყოს შექმნილი, მოვიკრიბოთ ძალები და დილის 08:00 საათზე კანცელარიაში ღარიბაშვილი არ უნდა შევიდეს”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

Next Post

„მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს რომლებიც ახლა აქციაზე იმყოფებით – სასწრაფოდ...“ - ნიკოლოზ მეტრეველი

სამ მარ 1 , 2022
617 წაკითხვაანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაემიჯნონ მუქარის შემცველ მოწოდებებს, რომელიც დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გაისმა. „მიშა მშვილდაძე პოლიციას: დედას გიტირებთ, დედას გიტირებთ ბიჭო! რეალური სახე და რეალური გეგმა დღევანდელი აქციის! სწორედ ეს ხალხი ატარებს დღეს საქართველოში ღიად რუსულ ინტერესებს. მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს და მათ შორის ჩემს მეგობრებს, რომლებიც ახლა აქციაზე იმყოფებით – სასწრაფოდ გაემიჯნოთ მსგავს მოწოდებებს!“, […]

შესაძლოა მოგეწონოთ