„არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომ რუსები არ შემოვუშვათ საქართველოში“ – ინგა გრიგოლია

499 წაკითხვა

„მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომ რუსები არ შემოვუშვათ, საქართველოში, გადმოსვლის საშუალება არ მივცეთ, სახლი არ მივაქირავოთ და ასე შემდეგ.

შეიძლება, იმ ხალხსაც უნდა, გამოასწროს თავიანთ რუს კიმ ჩენინს და ვისაც აღარ შეუძლია და აღარ უნდა პუტინის რუსეთში ცხოვრება, რატომ არ უნდა შევეშველოთ, უარი თქვან თავიანთ ფაშისტურ რეჟიმზე?

მე რომ მომადგეს ვინმე და აღარ შემიძლია პუტინის რუსეთშიო, გული მერევაო, მეტირება ომზე და უნდა გამოვიქცე რუსეთიდანო, რატომ არ უნდა მივეხმარო? – „ყველა რუსი ცუდი“-ს, არ მივიღებ, არც ორი რუსეთის თემისა მჯერა. მჯერა ადამიანების -ცუდების და კარგების, არა ეროვნების მიხედვით.“- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

 

Next Post

„საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, თუ ეს პროცესი ვერ შევაჩერეთ“ - გია ხუხაშვილი

პარ მარ 4 , 2022
499 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: როგორც იცით, ბალტიისპირეთის ქვეყნები კრძალავენ ბორჯომის, როგორც რუსული პროდუქტის და რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტის გაყიდვას. ეს პროცესი, როგორც ჩანს გაფართოვდება და მთლიანად დასავლეთს მოიცავს. საქართველოსთვის ეს არის უზარმაზარი პრობლემა, რადგან ბორჯომი არ არის უბრალოდ პროდუქტი, ის გახლავთ ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მატერიალური და თუნდაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტი. შესაბამისად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან მატერიალურ და […]