თამარ ჩერგოლეიშვილი ელენე ხოშტარიას – „რას ატყუებთ ამ ხალხს“

672 წაკითხვა

მეგობრებო, მინდა გავაძლიეროთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, სოციალური მედიის მიღმაც. სიტუაცია ძალიან ცვალებადია, ბევრი აქტიური მოქალაქე პროტესტით სავსეა, ბევრი აზრთა სხვადასხვაობაც არის, მიზანი საერთოა.

ვისაც სურვილი გაქვთ (მათ შორის კრიტიკის), მომწერეთ და შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარიას სტატუსს „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა:
მე მგონი ნონემ გასაგებად აგიხსნათ რატომ იყო ცუდი გამოსვლები და თუ არ ისმენთ, შეხვედრებზე სიარულს რა აზრი აქვს?

რას ატყუებთ ამ
ხალხს.

რამენაირად უნდა შეიგნოთ, რომ ხალხი ცხვრის ფარა არ არის და ძალიან კარგად გრძნობს რომ ეგ გამოსვლები არა გზავნილისთვის, არამედ თვითდამკვიდრებისთვისაა და მხოლოდ ტერიტორიის მოხაზვას ემსახურება (მაგით არ იხაზება ოღონდ).

ამიტომაც არ ევასებათ.

და არ შეიძლება რომ შინაარსი ადეკვატური იყოს და ხალხი არ დაშალოთ?“

Next Post

„მაქვს ერთი შემოთავაზება, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“ - პოლონეთის ელჩი

პარ მარ 4 , 2022
672 წაკითხვამინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მესმის, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში, – ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა, საქართველოს „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის“ მიერ, უკრაინა-რუსეთის საკითხზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მაშკიევიჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი მეზობელი ჰყავს და აქვს […]