„მაქვს ერთი შემოთავაზება, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“ – პოლონეთის ელჩი

407 წაკითხვა

მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მესმის, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ხართ, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში, – ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა, საქართველოს „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის“ მიერ, უკრაინა-რუსეთის საკითხზე გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მაშკიევიჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი მეზობელი ჰყავს და აქვს რთული ეკონომიკური მდგომარეობა, მნიშვნელოვანია, ასეთ დროს, გორში, სტალინის მუზეუმის დახურვა.

„მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მე მაქვს ერთი შემოთავაზება. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, პატარა ქვეყანა, დიდი მეზობელი, რთული ეკონომიკური მდგომარეობა, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი და მათთვის დაწესებული სანქციებისთვის მხარდაჭერა, კარგი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“, – განაცხადა მაშკიევიჩმა.

იპნ

Next Post

„ეს ძალიან საშიში პროცესია, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს!“ - ბონდო მძინარაშვილი

პარ მარ 4 , 2022
407 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: „კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ. ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების ესკალაციის ან გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ,“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, […]