561 წაკითხვა
გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში:
ორზე ცოტა მეტი სიტყვა რუსების შემოშვება-არშემოშვებაზე:
სამწუხაროდ, როგორც ახასიათებს ჩვენს დისკუსიებს, აქაც საქმე გვაქვს ორ მონოლოგთან რადიკალურად დაპირისპირებული პოზიციებით და შესაბამისად სწორი გადაწყვეტილებები ამ კაკაფონიაში იკარგება.
ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველა რუსი პოტენციური დამნაშავეა და არავინ არ უნდა შემოვუშვათ.
მეორენი კი აპელირებენ ეროვნებაზე და ამას ნაციონალური ნიშნით დისკრიმინაციის მიუღებლობის მიზეზით, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ამ დროს, ორივე პოზიცია მცდარი და დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
უფრო მეტიც, ეს განცხადებები აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, რადგან საუბარი უნდა იყოს არა ეთნიკურად რუსებზე, არამედ რუსეთის მოქალაქეებზე.
აქ უნდა მოიძებნოს სწორი ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ცივილიზებულ ჰუმანიტარულ მიდგომას შორის.
უნდა შემოვუშვათ, ან არ უნდა შემოვუშვათ, გარკვეული ფილტრაციის შედეგად.
ამ მექანიზმის ჩასართავად საუკეთესო საშუალებაა სავიზო რეჟიმის აღდგენა, მითუმეტეს რომ, მეორე მხრიდან ეს რეჟიმი მუშაობს და მას ბუნებრივია ჩვენს მიმართ პრეტენზიები ვერ ექნება, რისაც ასე ეშინია ხელისუფლებას.
ამ შემთხვევაში გვექნება ყველა საშუალება, ვარეგულიროთ მიგრაციის პროცესი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.