რუსეთის უშიშროების ყოფლი მაღალჩინოსანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს – იური შვეცი ამბობს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
შვეცი ამტკიცებს, რომ თბილისმა, ერევანმა და ბაქომ კრემლთან სანქციების გვერდის ავლაზე საიდუმლოდ მოილაპარაკეს.
რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფმა ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა, საიდუმლოდ აწარმოეს მოლაპარაკებები კრემლთან, მოსკოვთან და შეთანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს ბოლო კვირაში დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ ქვეყნებთან ერთად არიან თურქეთი და ირანიც. მაგალითად, თბილისი გახდეს რუსეთიდან საჰაერო გადატვირთების ჰაბი. სხვა ქვეყნებიდან და უკან. ანუ აქ დასხდებიან საქონლით დატვირთული რუსული თვითმფრინავები, გადაკრავენ სხვადასხვა იარლიყებს, გაუკეთებენ ახალ ბეჭდებს და რუსეთში წარმოებული საქონელი იქნება გაფორმებული, როგორც საქართველოში დამზადებული საქონელი. ბოლო 2 დღეში, გასულ კვირაში საქართველოში დარეგისტრირდა დაახლოებით 200 რუსული კომპანია, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობას გეგმავენ”, – ამბობს შვეცი.