„სამი კითხვა არ მასევენებს, მაწუხებს…“ – დარეჯან მეფარიშვილი

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

სამი კითხვა არ მასევენებს, მაწუხებს:
1. რამდენი წლის იყო 2008 წლის აგვისტოში დავით არახამია და სად იყო.
2. არის თუ არა თორნიკე რიჟვაძე დოქტორი.
ციტატები:
1. არახამია: 12 წლის ვიყავი, როცა მომიწია ჩემი ქვეყნის დატოვება და გაქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები შემოიჭრნენ ჩემს ქვეყანაში. აქ გადმოვედი, გავიზარდე, საკუთარი ბიზნესი ავაშენე, ოჯახი შევქმენი და შვილები უკრაინაში შევიძინე. უკრაინაში ძლიერი ვიყავი.
2. რიჟვაძე: 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში. 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულება და შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულია დოქტორანტი.
“თორნიკე რიჟვაძეს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის დიპლომი არ მიუღია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს დოქტორის ხარისხი, როგორც ვიკიპედიის მის გვერდსა და აჭარის მთავრობის საიტზეა მითითებული, სიმართლეს არ შეესაბამება” – უნივერსიტეტის განცხადება.
და მესამე – “მსხვილად წვიმს” თუ თოვლის ფანტელები ცვივა?
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *