„გარეთ სხვა მასშტაბისა და სიღრმის პროცესებია, ეს ხალხი კი ერთი ცნობილი დაწესებულების პაციენტებს დაემსგავსა“ – დემურ გიორხელიძე

720 წაკითხვა

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

ახლა ვწერ, რაც დღეს დაგპირდით,
რადგან რაც მინდოდა გამერკვია და გადამემოწმებინა
ჩემი თავი, – გავაკეთე!
ახლა მყარად ვწერ!
1.
გასაღები მოვლენებისა უნდა ვეძიოთ 24 თებერვლამდე მიმდინარე მოვლენებში: აშშ და/ან რუსეთი ბავშვები არ არიან, ერთმანეთს თითი მიუშვირონ და აღიზიანონ:
– “შენ ხვალ შეიჭრები ამ საათზე უკრაინაში”
– “არა, მე არ ვაპირებ შეჭრას უკრაინაში”
(გადის ეს დღე და საათი და, ასევე კონტრბავშვური “აპერკოტი”: ხომ არ შევიჭერი უკრაინაში”
და მერე, უცებ, – 24 თებერვალს დილით, ჩემთვის გამაოგნებელი ნაბიჯი და სრულიად წარმოუდგენელი ოპერაციის დაწყება!”)
რა იყო მოსალოდნელი?!
მოსალოდნელი იყო პრვოკაცია და საპასუხოდ მხოლოდ სამხედრო ნაწილების (პროვოკაციის მომწყობის) ლიკვიდაცია 2-3 სთ-ში (ეს სრულიად რეალურია)! აღმოჩნდა, რომ მე რასაც მივხვდი ლოგიკური მსჯელობით,
რაც მოულოდნელად მომეჩვენა, იმასვე ელოდნენ პროფესიონალი სამხედროებიც და მათვისაც მოულოდნელი იყო!
მაგრამ მოხდა სრულიად გაუგებარი რამ!
უზარმაზარი ფრონტის გაშლა და აშკარად რიგი შეუსაბამო მსვლელობა მოვლენებისა – შედეგად
უკვე 2-ჯერ ტაქტიკის შეცვლა.
მაგრამ მთავარი ისა, რაც თავში მივუთითე:
ე.ი. ამის უკან სხვა რამეა… რაღაც მინიშნებები ამ დღეებში გავაკეთე, გავაკეთე მინიშნებები ორი სტრუქტურის დისკრედიტაციაზე, რაც შეუიარაღებელი თვალითაც შეინიშნება… თუ ჩემი ანალიტიკა სწორია (და ვერ ვხედავ საპირისპიროს), – მალე ევროპული სივრცე სხვა იქნება! მოძრაობა დაწყებულია, მაგრამ ყველა ელოდება მოვლენათა განვითარებას. ეს მიხვედრები წლების წინ გამიჩნდა და ღიად დავწერე… ბოდიშს მოგიხდით, ახლა არ გავიმეორებ, მაგრამ აუცილებლად გეტყვით მოვლენათ ნებისმიერი განვითარების შემთხვევაშიც კი.
2.
ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიხვედრა 2 წლის წინ დავწერე:
რუსეთს, ჩინეთისა და აშშ-ს საპირწონედ, მათი ალიანსის შემთხვევაშიც კი, რჩება უმთავრესი ბერკეტი და ალტერნატივა: რუსეთი-ინდოეთი-ირანის სქემის აწყობა, რომელიც ხლეჩს აშშ-ჩინეთის ალიანსსაც კი და აბალანსებს ჩინეთს უმტკივნეულოდ.
ყველაფერი ასე წარიმართა და ახლა ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობის სტრატეგიული ხასიათი და სიღმე არსებულმა კრიზისმა გამოკვეთ: ინდოეთიც მყარად და მტკიცედ ასრულებს მოკავშირის როლს და შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთში რუპიებითა და რუბლებით ივაჭრებენ. ირანელები კი გონიერი ხალხია და მოკავშირის სტატუსი გარანტირებულად აქვთ. ირანის პირველი პირის ამასწინანდელი ვიზიტი მოსკოვში ამ სქემის გაგრძელება და დასტური იყო!
3.
ლათინური ამერიკის ქვეყნების – განსაკუთრებით ბრაზილიის საქციელი მიმანიშნებელია მთავარზე: ლათინური ამერიკა ეძებს საყრდენებს: ბოლსონარუ, რომელიც ლამის ბრაზილიის სააკაშვილი ეგონათ, იმდენად დამოუკიდებელი და საკუთარ სახელმწიფოზე მზრუნველი აღმოჩდა, რომ ამერიკელთა თითქმის ერთთვიანი დიდი წინააღმდეგობისა, მაინც ჩავიდა მოსკოვში და ფაქტობრივად სრული რეანიმაცია მოხდა ე.წ. “ბრიკს”-ის სისტემისა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა), რომელიც ამ ამბების მოწესრიგების შემდეგ ალბათ, დომინირებული კავშირი გამოვა )ახლა მხოლოდ ეკონომიკური კავშირია არამკაცრი ვალდებულებებით).
ყველა მონაცემი არსებობს იმისა, რომ ინდოეთი მალე კიდევ უფრო მჭიდრო სამხედრო კავშირზე გადავა და ანონსირებულ აშშ-ბრიტანეთი-ავსტრალიის საპირწონედ ახალ უზარმაზარ სამხედრო ბაზას გააკეთებს თავის მოკავშირესთან ერთად ინდოეთის ოკეანეში: ე.ი. შავი ზღვა, ხმელთაშია ზღვა და ინდოეთის ოკეანე გეოპოლიტიკური საერთო დაპირისპირებაში უმნივნელოვანედი ფუნქციის მატარებელი იქნება.
4.
ვინც ყურადღებით ადევნებთ აღმოსავეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების ქცევას (ოღონდ, ინდივიდუალურად უნდა ადევნებდეთ თვალს და არა “ევროკავშირის” ფორმატში!
ევროკავშირის პირველი უდიდესი მარცხი იყო, როცა ჩავარდა საერთო კონსტიტუციის მიღება (რომლის შექმნასაც ვალერი ჟისკარ-დესტენი ხელმძღვანელობდა, – ერთ-ერთი მთავარი ამ წინააღმდეგობისა იყო ნიდერლანდები! თუ მიაქციეთ სანქციებისადმი ნიდერლანდების დამოკიდებულებას, – დასკვნები არ გაგიჭირდებათ. ასვეა შოლცის ქცევა, რომელსაც ჩაუვარდა მთელი მისი სქემა უკრაინაში, – გაიშიფრა:
გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი 24 თებერვლს კიევში იმყოფებოდა და სასწრაფოდ დატოვა უკრაინა პოლონეთის გავლით, წინა დღეს კი უკრაინაიდან გაიყვანეს გერმანიის ზე-საიდუმლო სპეციალური დანიშნულების რაზმი! რა უნდოდა იქ?
ევროპაში მოძრაობა მალე ძალიან ინტენსიური გახდება. დააკვირდით!
რაც შეეხება ნატოს, დააკვირდით მისი ხელმძღვანელის განცხადებებს და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს ნატოს მიმართ! აქ უდიდესი კონტექსტია და ახლა ამ თემას არ გავაგრძელებ. მალე გამოიკვეთება!
ზემოთ გითხარით, – მოვლენების ფარული მიზანი აშკარაა და სულ მალე ეს გამოიკვეთება. ადრე ყველაფერი მაქვს მინიშნებული.
დღეს 17 მარტს (2022) ჩემი ყველა შეფასება, ბოლო წების განმავლობაში გაკეთებული,
ძალაში რჩება!
ახლა ეს უკვე აშკარაა!
რასაც ვწერ, ცხადია, ბევრი ადამიანი კითხულობს, მაგრამ მინდა ბევრმა ახალგაზრდამ წაიკითხოს და დაფიქრდეს. საერთოდ არაფერს დავწერდი, რომ არა ის საშინელი მდგომარეობა, რაშიც იდეოლოგიისა და ყალბი ორიენტირების გავლენით ახალგაზრდების საკმაო ნაწილი საშინელ გონებრივ კონდიციამდე მიიყვანეს.
მაგრამ ყველაფერი დაძლევადია!
ეს ყველაფერი, რაც დავწერე, წინააღმდეგობაში მოდის იმ გამანადგურებელ ტოტალიტარულ პროპაგანდასთან ქართული ე.წ. “მეინსტრიმული” ნაგავი ტელევიზიები, მათი ეკრანებიდან იდეოლოგიით გასრესილი “ექსპერტები” თუ “მიმომხილველები”, თუ სხვა სტუმრები ერეკებიან!
გარეთ სხვა მასშტაბისა და სიღრმის პროცესებია,
ეს ხალხი კი ერთი ცნობილი დაწესებულების პაციენტებს დაემსგავსა.

Next Post

რადას დეპუტატის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა

პარ მარ 18 , 2022
720 წაკითხვაუკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ივან კრულკოს განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი, მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. ამის შესახებ რადას დეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკის ელჩის გასაწვევად მიზეზები „საკმარისად ჰქონდა“, რომელთა შორის ისიცაა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მთავრობა არ მიჰყვება ხალხის პოზიციას. „რამდენადაც მე მესმის, მიზეზი მხოლოდ ომის ვითარებაში საქართველოს თავშეკავებული პოზიცია არ იყო. არის სხვა მიზეზებიც […]